ხარკოვის მხარეში 2 დღის წინ გაუჩინარებული ვერტმფრენი იპოვეს – დაღუპულია 5 ადამიანი

რუსეთის ხაბაროვსკის მხარეში 2 დღის წინ გაუჩინარებული ვერტმფრენი „მი-8“ აღმოაჩინეს. მის ბორტზე მყოფი 5 ადამიანი დაიღუპა,- ინფორმაციას, რუსული მედია ავრცელებს.

ვერტმფრენი 14 ივლისს გაუჩინარდა, როდესაც ჩუმიკან-ოხოტსკი-მაგადანის მარშრუტზე ფრენის შემდეგ ბაზაზე ბრუნდებოდა. ეკიპაჟმა დათქმულ დროს დაკავშირება ვერ შეძლო. ვერტმფრენის ბორტზე ეკიპაჟის სამი წევრი და ორი ტექნიკური სპეციალისტი იმყოფებოდა.

საგანგებო სიტუაციების სამინისტროს ცნობით, ვერტმფრენის ნამსხვრევები ხაბაროვსკის მხარის ოხოტსკის სოფლიდან 130 კილომეტრში, გადიკანის კონცხის ძნელად მისადგომ ადგილას იპოვეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები