„პრემიერის შეთავაზება ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ მოსახლეობას ეხება“

  უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივანის მინდია ჯანელიძის განცხადებით, აფხაზეთთან მიმართებაში პრემიერ-მინისტრის ახალ ხედვაზე მუშაობა დაწყებულია. როგორც მან სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, პრემიერის შეთავაზება ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ მოსახლეობას ეხება და მასზე განცხადებას თავად ირაკლი ღარიბაშვილი გააკეთებს.
“დავიწყეთ შეთავაზებების განხილვა და ამაზე თავად პრემიერ-მინისტრი გააკეთებს უახლოეს მომავალში განცხადებას. ინიციატივები ეხება იმ მოსახლეობას, რომელიც ცხოვრობს ოკუპირებულ ტერიტორიაზე”, – განაცხადა საბჭოს მდივანმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები