„ყველა მექანიზმი, რაზეც ქვეყანას ხელი მიუწვდება, გამოყენებული იქნება საქართველოს სუვერენიტეტის დასაცავად“

  ყველა ის მექანიზმი, რაზეც ჩვენს ქვეყანას ხელი მიუწვდება, გამოყენებული იქნება საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის დასაცავად, – ამის შესახებ უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივანმა, მინდია ჯანელიძემ.
მისი თქმით, ირაკლი ღარიბაშვილის მიერ გაიცა განკარგულებები ყველა უწყების, მიმართულებით, რომლებმაც უახლოეს დღეებში კონკრეტული სამოქმედო გეგმა უნდა წარმოადგინონ.
“ეს გულისხმობს, როგორც საგარეო აქტივობებს, ისე სხვა მიმართულებით აქტივობებს. კონკრეტულად ამ გეგმის შესახებ ვერ მოგახსენებთ, ვინაიდან უსაფრთხოების საბჭოს ფორმატი დახურულია. თუმცა ზოგადად შემიძლია გითხრათ, რომ ყველა ის საერთაშორისო მექანიზმი, ყველა ის მექანიზმი, რაზეც ჩვენს ქვეყანას ხელი მიუწვდება, გამოყენებული იქნება ჩვენი ქვეყნის ინტერესების დასაცავად და გამოყენებული იქნება ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის დასაცავად”, – აღნიშნა მინდია ჯანელიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები