პრემიერი მთავრობის ადმინისტრაციაში გაფართოებულ თათბირს მართავს

  საქართელოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს გაფართოებული სხდომის შემდეგ გაფართოებულ თათბირს მართავს.
თათბირზე, რომელიც საგარეო პოლიტიკური საკითხის განხილვას დაეთმობა, მინისტრთა კაბინეტისა და პარლამენტის წევრებთან ერთად უცხოეთში აკრედიტებული ელჩებიც არიან მიწვეული.
თათბირს ესწრებიან პარლამეტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე, იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ალექსი პეტრიაშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით ზალკალიანი, პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე თედო ჯაფარიძე, პარლამეტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ვიქტორ დოლიძე და სხვა დეპუტატები, ასევე, საქართველოს სრულუფლებიანი და საგანგებო ელჩი ამერიკის შეერთებულ შტატებში არჩილ გეგეშიძე, საქართველოს სრულუფლებიანი და საგანგებო ელჩი ბელგიის სამეფოსა და ლუქსემბურგის დიდ საჰერცოგოში და ევროკავშირთან საქართველოს მისიის ხელმძღვანელი ნატალია საბანაძე, ევროპის საბჭოში საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი კონსტანტინე კორკელია.
გაფართოებულ თათბირამდე უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს გაფართოებული სხდომა გაიმართა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები