მთავრობა რუსეთსა და აფხაზეთს შორის „მოკავშირეობისა და ინტეგრაციის შესახებ” ხელშეკრულების საკითხზე სამოქმედო გეგმას შეიმუშავებს (ვიდეო)

  საქართველოს მთავრობა რუსეთსა და აფხაზეთს შორის „მოკავშირეობისა და ინტეგრაციის შესახებ” ხელშეკრულების საკითხზე საერთაშორისო საზოგადოების კონსოლიდაციის მიზნით ერთიან სამოქმედო გეგმას შეიმუშავებს, – აღნიშნული დავალება მინისტრთა კაბინეტის წევრებმა პრემიერ-მინისტრისგან უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს გაფართოებულ სხდომაზე მიიღეს, რომელიც დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.
პრემიერის დავალების შესაბამისად, ყველა უწყებამ უახლოეს მომავალში უნდა წარადგინოს კონკრეტული სამოქმედო გეგმა, მათ შორის საგარეო აქტივობების მიმართულებით.
როგორც სხდომის დასრულების შემდეგ უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივანმა მინდია ჯანელიძემ განაცხადა, საქართველოს ინტერესების, სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის დასაცავად ყველა საერთაშორისო მექანიზმი იქნება გამოყენებული. სამოქმედო გეგმის განხორციელებაში ჩართული იქნება ხელისუფლების ყველა შტო. ჯანელიძემ იმედი გამოთქვა, რომ საკითხისადმი კონსოლიდირებული მიდგომა სათანადო შედეგებს გამოიღებს.
შეგახსენებთ, რომ უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭო დღეს გაფართოებული ფორმატით გაიმართა. სხდომაზე განიხილეს რუსეთის ფედერაციასა და აფხაზეთს შორის „მოკავშირეობისა და ინტეგრაციის შესახებ” ხელშეკრულების გაფორმების შემთხვევაში, საქართველოს მთავრობის სამოქმედო გეგმა. ასევე, 17 ოქტომბერს, „რუსეთის ფედერაციის მხრიდან აფხაზეთის ანექსიის მცდელობის თაობაზე“, პარლამენტის მიერ განცხადების მიღების შემდგომ, განსახორციელებელი ნაბიჯები.

[youtube url=”https://www.youtube.com/watch?v=rkgFkRixzys” width=”560″ height=”315″]

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები