ირაკლი ხელაძე: საზოგადოება ხედავს იმ გულწრფელობას, რომელიც „ქართულ ოცნებას“ აქვს მათთან მიმართებით

„პირველი, რაც დეზინფორმაციას უპირისპირდება, ეს არის სიმართლე. საზოგადოება ხედავს იმ გულწრფელობას, რომელიც „ქართულ ოცნებას“ აქვს მათთან მიმართებით,“ – ამის შესახებ „დღის ქრონიკაში“ „ქართული ოცნების“ ნაძალადევის რაიონის დელეგატმა, ირაკლი ხელაძემ განაცხადა.

„ჩვენი საზოგადოება არაერთხელ გამხდარა პროპაგანდის მსხვერპლი. მცდელობები ჰქონდათ, რომ „ქართული ოცნება“ რუსულ რეჟიმად მოენათლათ, მაგრამ საბოლოო ჯამში თურმე ეს ყველაფერი ისე არ ყოფილა, როგორც აწვდიდნენ. ის, რომ „ფარა“ აქვეყნებს რაღაც კონკრეტულ ინფორმაციებს, ის რომ განცხადებები კეთდება და დასტურდება, რომ „დიფ სთეითის“ ხელწერაა ის, რომ ყველა, ვინც მათ სასარგებლოდ არ მოქმედებს იყოს რუსის აგენტი და იყოს რუსული პოლიტიკის გამტარებელი, ეს ყველაფერი ხაზს უსვამს იმ სიმართლესა და მყარ პოზიციას, რაზეც დღეს „ქართული ოცნება“ დგას“, – აღნიშნა ირაკლი ხელაძემ.

შეგახსენებთ, რომ ამერიკის შეერთებული შტატების უცხოელ აგენტთა რეესტრის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული დოკუმენტების მიხედვით „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ამერიკული ლობისტური კომპანია – „ნელსონ მალინსი“ დაიქირავა. ხელშეკრულებით ირკვევა, რომ ლობისტურ კომპანიას ნაციონალურმა მოძრაობამ სოლიდური თანხა გადაუხადა. ეს კომპანია კი თავის მხრივ, კონგრესმენ ჯო ვილსონის დამფინანსებელია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები