ქართულ “ნაღმს” მსოფლიო კინობაზარზე დიდ წარმატებას უწინასწარმეტყველებენ

  23 ოქტომბრიდან ქართულ კინოთეატრებში “ნაღმი” ამოქმედდება. ახალი ქართულ-ამერიკული მხატრვული ფილმი დღის სინათლეს სწორედ აღნიშნულ დღეს იხილავს.
„ნაღმი“ რეჟისორ ლევან ბახიასა და „სარკე სტუდიის“ ამბიციური კინოპროექტია. თუმცა, რამდენად წარმატებული გახდება ფილმი ქართულ და მსოფლიო ბაზარზე, ჯერჯერობით უცნობია.
“სარკე სტუდიის” წარმომადგენელი „კვირასთან“ ფილმის მოსალოდნელ წარმატებაზე საუბრობს.
„ფილმი 23 ოქტომბრიდან გაეშვება ქართულ კინოთეატრებში. თუმცა უცხოური პრემიერის თარიღი ჯერ უცნობია”, – განაცხადა “სარკე სტუდიის” PR მენეჯერმა ლიკა ბერეჟიანმა.
ასევე უცნობია, წარადგენენ ფილმს თუ არა რომელიმე საერთაშორისო კონკურსზე.
“წინასწარ ვერაფერს ვერ გეტყვით, რადგან ეს არაპროფესიული იქნება. ამას გუნდი გადაწყვეტს”,- დასძინა ლიკა ბერეჟიანმა.
ფილმის სამუშაო ჯგუფის ცნობით, “ნაღმი” წინამორბედზე – “247 ფარენჰეიტზე” უფრო წარმატებული იქნება. მათივე თქმით, ამას უცხოელი კოლეგების მაღალი შეფასებაც მოწმობს, რომლებიც ფილმს დიდ კომერციულ წარმატებას უწინასწარმეტყველებენ. ამის გარანტი კი, ფილმის მაღალი ხარისხი იქნება.
ასევე ცნობილია, რომ ფილმის პრემიერის დღეს საქართველოში მაყურებლების მსახიობების გუნდთან შეხვედრა დაგეგმილი არ არის.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები