ზურაბ აბაშიძე: რუსეთთან დიალოგის გაგრძელება აუცილებელია

  რუსეთთან დიალოგის გაგრძელება აუცილებელია – ამის შესახებ პრემიერ–მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში ზურაბ აბაშიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, რუსეთის ფედერაციასა და ოკუპირებულ აფხაზეთს შორის მოკავშირეობისა და ინტეგრაციის ხელშეკრულების მოსალოდნელი გაფრომების ფონზე მოვლენები იძაბება, თუმცა ნებისმიერი გადაწყვეტილება დიალოგის გაგრძელების ან შეწყვეტის შესახებ განსაკუთრებული სიფრთხილით უნდა იქნას მიღებული.
„ყველა ჩვენი დასავლელი პარტნიორები ცალსახად გვირჩევდნენ ამ დიალოგის გაგრძელებას. გვეუბნებოდნენ, რომ რაოდენ რთულიც არ იყოს, ეს დიალოგი უნდა გაგრძელდეს. ვნახოთ აბა ახლა რა ჭკუაზე არიან, მოვისმევთ იმათ რჩევებსაც. ჩემი აზრით დიალოგს ალტერნატივა არ აქვს, თუმცა რთული ვითარებაა რუსეთთან. რა თქმა უნდა. ახლა ამ პროექტის გამოქვეყნებამ კიდევ უფრო ახალი სერიოზული სირთულეები გააჩინა. დაფიქრება და სიფრთხილეა საჭირო“, – განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.
აბაშიძე პრაღიდან რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან გამრთული შეხვედრის შემდეგ სამშობლოში გვიან ღამით დაბრუნდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები