“თხილის მოსავლით სამეგრელოში წელს 150 მილიონ ლარზე მეტი შევიდა”

  თხილის მოსავლით სამეგრელოს მოსახლეობაში წელს 150 მილიონ ლარზე მეტი შევიდა,-აღნიშნული განცხადება საქართველოს პარლამენტის უმრავლესობის წევრმა, იურიდიული კომიტეტის წარმომადგენელმა გიორგი ბუკიამ, საინფორმაციო- ანალიტიკურ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში სტუმრობისას გააკეთა.
ბუკიას განცხადებით, ხელისუფლება მოახლოებულ ციტრუსის სეზონზე მოსახლეობას კვლავაც დაეხმარება და არცერთ ოჯახს მოსავლის ჩაბარების პრობლემა არ შეექმნება. პარლამენტის უმრავლესობის წევრმა გადასამუშავებელი საწარმოების შექმნაზეც ისაუბრა, მისი განცხადებით, ახალი საწარმოების შექმნა და მოსახლეობის დასაქმება მოქმედი ხელისუფლების პრიორიტეტია.
„ შარშან იყო პირველი წელი როდესაც სამეგრელოში ციტრუსზე სუბსიდირება განხორციელდა. მალე ციტრუსის მოსავალი იქნება და ჩვენი ხელისუფლება მოსახლებას ყველანაირად ხელს შეუწყობს რომ ის მავნე ტრადიცია მოისპოს როცა გლეხმა არ იცოდა თავიანთი მოსავალი სად წაეღო. ჩვენ კვლავინდებურად დავეხმარებით მათ რომ მოსავლის რეალიზება მარტივად შეძლონ. ჩვენთვის პრიორიტეტია ბევრი გადასამუშავებელი საწარმოს შექმნა რომ ადამიანები დასაქმებულები იყვნენ“- განაცხადა გიორგი ბუკიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები