პრემიერთან თათბირზე აფხაზეთ-რუსეთის ხელშეკრულების საკითხიც განიხილება

  საქართველოს პრემიერ-მინისტრი დღეს გაფართოებულ თათბირს მართავს.  შეხვედრაზე  ძირითადად საგარეო-პოლიტიკური საკითხები განიხილება. მათ შორის რუსეთსა და აფხაზეთს შორის გასაფორმებელი ხელშეკრულების თემა.  თათბირს  აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები  დაესწრებიან. სახელმწიფო კანცელარიაში ასევე მიწვეულები არიან უცხოეთში აკრედიტებული ელჩები და პრემიერის წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში ზურაბ აბაშიძე. ერთ-ერთი განსახილველი საკითხი კი რუსეთსა და აფხაზეთს შორის გასაფორმებელი ხელშეკრულების თემა იქნება.
როგორც საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა, იურიდიული კომიტეტის წევრმა გიგა ბუკიამ საინფორმაციო ანალიტიკურ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში აღნიშნა, სწორედ დღეს მოხდება მსჯელობა, რა შეუძლია საქართველოს ხელისუფლებას აფხაზეთ-რუსეთის ხელშეკრულებასტან დაკავშირებით.
„დღევანდელ შეკრებაზე არაერთი საკითხი განიხილება, მათ შორის, აფხაზეთ-რუსეთის ხელშეკრულების საკითხი. საქართველოს პრემიერი საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლებთან ერთად იმსჯელებს, თუ რა ქმედებები უნდა განახორციელოს საქართველომ აფხაზეთ-რუსეთს შორის გასაფორმებელ  დოკუმენტთან მიმართებაში. შეხვედრაზე ზურაბ აბაშიძე დეტალურად ისაუბრებს, კარასინთან საუბრის შესახებ. ამის შემდეგ კი იმ სჯელებენ, როგორ უნდა იმოქმედოს საქართველომ საერთაშორისო თვალსაზრისით. დაიგეგმება, რა უნდა გააკეთოს საკანონმდებლო ხელოსუფლებამ და რა აღმასრულებელმა  ჩვენს საერთაშორისო მხარდამჭერებთან კომუნიკაცია – კოორდინაციის კუთხით, “- აღნიშნა გიორგი ბუკიამ.
მისივე განცხადებით, აფხაზეთ-რუსეთს შორის გასაფორმებელ დოკუმენტთან მიმართებაში, აფხაზეთშიც აზრთა სხვადასხვაობაა: „ამ ხელშეკრულების მიმართ აფხაზეთშიც არაერთგვარი დამოკიდებულებაა, აზრთა სხვადასხვაობაა. აფხაზები ფიქრობენ, რომ ეს ხელშეკრულება  მათი ეთნოსისათვის მისაღები და მომგებიანი არ არის. საქართველოს ხელისუფლება კი ბოლო ორი წლის განმავლობაში რუსეთთან მიმართებაში საკმაოდ გონივრულ და სტაბილურ პოლიტიკას აწარმოებს. ჩვენი პარტნიორები ეუთოში, ევროპარლამენტში, შტატებში თუ სხვაგან, ცალსახად აღნიშნავენ, რომ ჩვენი ხელისუფლების პოლიტიკა რუსეთთან მიმართებაში  გონივრული და  სტაბილურია. პრობლემა ერთი ხელის მოსმით ვერ მოგვარდება. ჩვენ ვაღიარეთ, რომ პრობლემების გადასაჭრელად  აფხაზ და ოს ძმებთან იარაღის გამოყენება გამორიცხულია“.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები