“გრძელდება შეხვედრები, რომელთა მიზანია, გაიზარდოს ცნობიერება ფსიქოაქტიური ნივთიერებების მოხმარების რეალური რისკების შესახებ და შემცირდეს დაავადების მიმართ სტიგმა” – საპატრიარქო
საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ორგანიზებითა და ახალგაზრდობის სააგენტოს ხელშეწყობით, შაორისა და ანაკლიის საზაფხულო ბანაკებში მეორე წელია, გრძელდება შეხვედრები, რომელთა მიზანია – ახალგაზრდებთან ღია დიალოგისა და ფსიქოგანათლების გზით, გაიზარდოს ცნობიერება ფსიქოაქტიური ნივთიერებების მოხმარების რეალური რისკების შესახებ, ასევე – შემცირდეს დაავადების მიმართ სტიგმა და დავეხმაროთ ახალგაზრდებს ჯანმრთელი და გააზრებული არჩევანის გაკეთებაში.
საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ინფორმაციით, აღნიშნული პროექტის ფარგლებში, 15 ივლისს ანაკლიის ბანაკში გაიმართა წლის პირველი შეხვედრა, რომელსაც უძღვებოდა საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილე, დეკანოზი გურამ ჭარელაშვილი.
”დღემდე პროექტში მონაწილეობა 5000-ამდე ახალგაზრდამ მიიღო”, – წერია ინფორმაციაში.