აშშ-ის სენატმა მთავრობის ხელახალი გახსნისკენ პირველი ნაბიჯი გადადგა

აშშ-ის სენატმა მიიღო კანონპროექტი, რომელიც ქვეყნის მთავრობის ხელახალი გახსნისკენ პირველ ნაბიჯად მიიჩნევა.

როგორც საერთაშორისო მედია აღნიშნავს, გადაწყვეტილება ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივი „შათდაუნის“ შემდეგ იქნა მიღებული, რომელმაც ფედერალური უწყებების დიდი ნაწილი რამდენიმე კვირის განმავლობაში პარალიზებული დატოვა.

ტეხასის სენატორმა, ჯონ კორნინმა განაცხადა, რომ მხარს უჭერს კანონპროექტს, რითაც რესპუბლიკელებსა და დემოკრატების გარკვეულ ნაწილს საჭირო 60 ხმა დაუგროვდათ საპროცედურო კენჭისყრის გასავლელად.

კანონპროექტი, რომელიც ორპარტიულ მხარდაჭერას დაეფუძნა, ითვალისწინებს დროებით დაფინანსებას ფედერალური სააგენტოებისთვის და მიზნად ისახავს მთავრობის ფუნქციონირების აღდგენას, სანამ კონგრესი და თეთრი სახლი უფრო გრძელვადიან ბიუჯეტურ შეთანხმებაზე ერთიან პოზიციას მიაღწევენ.

დოკუმენტის განხილვა ახლა წარმომადგენელთა პალატაში გაგრძელდება, რის შემდეგაც ის ხელმოსაწერად პრეზიდენტს გადაეგზავნება.

შეგახსენებთ, ე.წ. შათდაუნი გამოიწვია უთანხმოებამ დაფინანსების პაკეტთან დაკავშირებით, განსაკუთრებით საზღვრის უსაფრთხოებისა და მიგრაციული პოლიტიკის საკითხებზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები