მახაშვილი – PACE-ს დელეგაციაზე: თუ ობიექტური დამკვირვებელი ხარ, წინასწარ პოზიციებით ჩამოდიხარ და ამის აფიშირებას ახდენ, ეს შენს ობიექტურობას თავიდან დიდი კითხვის ქვეშ აყენებს

“PACE-ს დელეგაციის წევრებს ჩემს კოლეგებთან ერთად შევხვდები, ეს არის მონიტორინგის კომიტეტი, ისინი სხვადასხვა მიმართულებით ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს აკვირდებიან და საკუთარ მოსაზრებებს დებენ, რამდენად შეესაბამება ამა თუ იმ პოლიტიკური აქტორის ქმედება ევროპის საბჭოს წინაშე აღებულ ვალდებულებებს”, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, ლევან მახაშვილმა განაცხადა.

როგორც მან განმარტა, თუ შესაბამის ანგარიშში მკაფიოდ არ იქნება ასახული, როგორ აფასებენ 4 ოქტომბრის მოვლენებს და რადიკალური ჯგუფების პასუხისმგებლობას, ყველა სხვა ანგარიში მათთვის მინიმუმ არაგულწრფელი და შეიძლება, უსამართლოც იყოს.

“თუ ობიექტური დამკვირვებელი ხარ, წინასწარ პოზიციებით ჩამოდიხარ და ამის აფიშირებას ახდენ, ბუნებრივია, ეს შენს ობიექტურობას თავიდან დიდი კითხვის ქვეშ აყენებს. ჩვენ ყველა თემაზე საუბარი გვექნება, რაც მათ აინტერესებთ და აუცილებლად შევეკითხებით, რაც ჩვენ გვაინტერესებს. რამდენადაც ვიცი, პარლამენტის თავმჯდომარე შეხვდება, როგორც პარლამენტის ხელმძღვანელი“, – განაცხადა მახაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები