სასამართლომ ნიკოლა სარკოზის გათავისუფლების გადაწყვეტილება მიიღო

პარიზის სააპელაციო სასამართლო ნიკოლა სარკოზის გირაოთი გათავისუფლების შესახებ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა.

ყოფილი პრეზიდენტი 21 ოქტომბრიდან ლა სანტეს ციხეში იმყოფება, ამიერიდან ის სასამართლოს მეთვალყურეობის ქვეშ მოექცევა.

სასამართლოს გადაწყვეტილებით, ყოფილი პრეზიდენტი შეძლებს თავისუფლად გადაადგილებას, თუმცა სამართლებრივი პროცესები მის წინააღმდეგ სრულად დასრულებული ჯერ არ არის. სარკოზის ადვოკატებმა გადაწყვეტილებას „სამართლიანობის აღდგენა“ უწოდეს.

შეგახსენებთ, სარკოზი ციხეში ხუთწლიანი სასჯელის მოსახდელად შეასახლეს. პატიმრობა მას საარჩევნო კამპანიის მუამარ კადაფის მთავრობის მიერ უკანონო დაფინანსების საქმეზე მიესაჯა.

აღსანიშნავია, რომ სარკოზი საფრანგეთის პირველი ყოფილი პრეზიდენტი, რომელსაც რეალური პატიმრობა შეეფარდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები