საპენსიო სქემაში გაწევრიანებულ მონაწილეთა რაოდენობა 1 მილიონ 686 ათასი ადამიანია

31 ოქტომბრის სტატისტიკური მონაცემებით, საპენსიო სქემაში გაწევრიანებულ მონაწილეთა რაოდენობა 1 მილიონ 686 ათასი ადამიანია.

ინფორმაციას საქართველოს საპენსიო ფონდი ავრცელებს.

“2025 წლის 31 ოქტომბრის მდგომარეობით, დაგროვებითი პენსიით ისარგებლა 24,823 -მა პირმა, მათზე პენსიის სახით გაიცა 112 მლნ ლარი.

საპენსიო ფონდის აქტივების ღირებულებამ 7.9 მლრდ ლარს მიაღწია, ხოლო დაგენერირებულმა ამონაგებმა 2.1 მლრდ ლარს გადააჭარბა”, – წერია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები