საქართველოს პროკურატურამ სამტრედია-გრიგოლეთის დამაკავშირებელ ავტომაგისტრალზე 2023 წელს ჩატეხილი ხიდის საქმეზე სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების, ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება-გამოყენების, დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლებისა და სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით დიდი რაოდენობის თანხის გაფლანგვის ფაქტზე 5 პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო.
ამის შესახებ კორუფციული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის დეპარტამენტის უფროსმა, მალხაზ კაპანაძემ გენერალურ პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი ინფორმაციით, მათ შორის, დაკავებულია საავტომობილო დეპარტამენტის თავმჯდომარის ყოფილი მოადგილე, ლევან კუპატაშვილი.