გივი მიქანაძე მეცნიერების საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო

საქართველოს განათლების, მეცნიერების და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე მეცნიერების საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო. ინფორმაციას განათლების, მეცნიერების და ახალგაზრდობის სამინისტრო ავრცელებს.

მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში გამართულ ღონისძიებაზე გივი მიქანაძემ, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტ როინ მეტრეველთან ერთად, 40-ზე მეტ მეცნიერს გამორჩეული მეცნიერის სახელობითი აკადემიური პრემია გადასცა.

მინისტრმა საერთაშორისო მეცნიერების დღის მნიშვნელობაზე ისაუბრა და საქართველოში მეცნიერების განვითარების პროცესში აკადემიის როლზე გაამახვილა ყურადღება.

როგორც გივი მიქანაძემ აღნიშნა, მეცნიერება სახელმწიფოს პროგრესის საძირკველს წარმოადგენს და სამინისტრო მეცნიერთა მხარდაჭერას, ინოვაციების განვითარების ხელშეწყობას, კვლევითი პროექტებისა და ახალგაზრდების სამეცნიერო საქმიანობის წახალისებას კვლავ აქტიურად გააგრძელებს.

მეცნიერების საერთაშორისო დღეს აკადემიაში მეცნიერების მუზეუმი გაიხსნა. ღონისძიებას საქართველოს აღმასრულებელი, საკანონმდებლო და ადგილობრივი ხელისუფლების, საპატრიარქოს და სამეცნიერო საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები