მთავრობის ადმინისტრაციაში უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს გაფართოებული სხდომა მიმდინარეობს

  საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს გაფართოებული სხდომა მიმდინარეობს.
როგორც “კვირას” პრემიერის პრესსამსახურიდან აცნობეს, სხდომა, რომელიც 10.00 საათზე დაიწყო, განსახილველ საკითხთა შორისაა რუსეთის ფედერაციასა და აფხაზეთს შორის ,,მოკავშირეობისა და ინტეგრაციის შესახებ” ხელშეკრულების გაფორმების შემთხევაში, საქართველოს მთავრობის სამოქმედო გეგმა. ასევე, 17 ოქტომბერს, ,,რუსეთის ფედერაციის მხრიდან აფხაზეთის ანექსიის მცდელობის თაობაზე” პარლამენტის მიერ განცხადების მიღების შემდგომ განსახორციელებელი ნაბიჯები.
სხდომას დაესწრებიან საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი, საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე, საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ალექსანდრე ჭიკაიძე, საქართველოს ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური, ევროპულ და ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ალექსი პეტრიაშვილი, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით ზალკალიანი, დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელი დავით სუჯაშვილი, უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივანი მინდია ჯანელიძე, პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში ზურაბ აბაშიძე, საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე თედო ჯაფარიძე, საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი, საქართველოს პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი კომისიის თავმჯდომარე გია ვოლსკი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები