სომხეთის უარი აშშ-ს: სომხეთი არ განიხილავს თავისი სუვერენული ტერიტორიის რომელიმე ნაწილზე კონტროლის მესამე მხარისთვის გადაცემას

სომხეთი არ განიხილავს თავისი სუვერენული ტერიტორიის რომელიმე ნაწილზე კონტროლის მესამე მხარისთვის გადაცემის საკითხს,- ამის შესახებ „არმენპრესს“,  სომხეთის პრემიერ-მინისტრის პრესმდივანმა, ნაზელ ბაგდასარიანმა განუცხადა.

„სომხეთი რეგიონული სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განბლოკვის საკითხს მხოლოდ საკუთარი სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და იურისდიქციის ფარგლებში განიხილავს“,- აცხადებს ბაგდასარიანი.

აღნიშნული განმარტება მას შემდეგ გაკეთდა, რაც აშშ-ს ელჩმა თურქეთში, თომას ბარაკმა განაცხადა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები მზად არის ზანგეზურის დერეფანი 100 წლის იჯარით აიღოს მართვაში, რათა ხელი შეუწყოს სამხრეთ კავკასიის ორ ქვეყანას შორის სამშვიდობო შეთანხმების მიღწევას.

„აშშ მზადაა ზანგეზურის დერეფანი 100 წლის იჯარით აიღოს მართვაში, ისინი [აზერბაიჯანი და სომხეთი] 32 კილომეტრიან გზაზე კამათობენ, მაგრამ ეს ხუმრობა არ არის,“-განაცხადა თომას ბარაკმა.

პრესმდივანმა ბაგდასარიანმა, საინფორმაციო სააგენტოსთან უარყო აღნიშნული ინფორმაცია და ასევე აღნიშნა, რომ სომხეთის კანონმდებლობა სასოფლო-სამეურნეო მიწის იჯარით გაცემის შესაძლებლობას მხოლოდ სასოფლო-სამეურნეო ან საძოვრის დანიშნულების მიზნით იძლევა.

„შესაბამისად აშშ-ის ელჩის მიერ ნახსენები ვარიანტი შეუძლებელია“,-აღნიშნავს ბაგდასარიანი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები