პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გაფართოებულ თათბირს გამართავს

  პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს გაფართოებული სხდომის შემდეგ დღეს, 12:00 სათზე, გაფართოებულ თათბირსაც გამართავს.
პრემიერის პრესსამსახურის ინფორმაციით, თათბირზე, რომელიც საგარეო პოლიტიკური საკითხის განხილვას დაეთმობა, მინისტრთა კაბინეტისა და პარლამენტის წევრებთან ერთად უცხოეთში აკრედიტებული ელჩებიც არიან მიწვეული.
თათბირს დაესწრებიან პარლამეტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე, იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ალექსი პეტრიაშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით ზალკალიანი, პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე თედო ჯაფარიძე, პარლამეტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ვიქტორ დოლიძე და სხვა დეპუტატები, ასევე, საქართველოს სრულუფლებიანი და საგანგებო ელჩი ამერიკის შეერთებულ შტატებში არჩილ გეგეშიძე, საქართველოს სრულუფლებიანი და საგანგებო ელჩი ბელგიის სამეფოსა და ლუქსემბურგის დიდ საჰერცოგოში და ევროკავშირთან საქართველოს მისიის ხელმძღვანელი ნატალია საბანაძე, ევროპის საბჭოში საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი კონსტანტინე კორკელია.
გაფართოებულ თათბირამდე დღეს, 10:00 საათზე პრემიერი უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს გაფართოებულ სხდომას გამართავს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები