რა ზიანი მოაქვს სმარტფონებს

სმარტფონებზე უამრავი რაოდენობის მიკრობია, იმაზე მეტი, ვიდრე უნიტაზის დასაჯდომზე, – წერს “medikforum.ru”.

თვალების პრობლემა

თუ თქვენ ერთ ობიექტს დიდხანს უყურებთ, ეს თვალების სიმშრალეს იწვევს. ამ შემთხვევაში პატარა ობიექტად სმარტფონის ეკრანი ითვლება. თვალების სიმშრალეს კი ანთება და ინფექციები მოჰყვება. მეცნიერებმა “Luton & Dunstable”-ის უნივერსიტეტიდან დაადგინეს, რომ რაც უფრო დიდხანს უყურებენ ბავშვები სმარტფონის ეკრანებს, მით უფრო იზრდება რისკები მოზრდილ ასაკში.

წელის პრობლემა

სმარტფონების გამო ჩვენ სხვა პრობლემებიც გვექმნება. ექსპერტები აღნიშნავენ, რომ მათი უმრავლესობა ადამიანს კისერსა და მხრებზე აღენიშნება. როდესაც ტელეფონზე საუბრის დროს ადამიანი სხვა რამესაც აკეთებს, ყურზე მიდებული ტელეფონი მხარზეც აქვს დადებული. ამიტომაც, თუ თქვენ ხშირად და ხანგრძლივად ლაპარაკობთ ტელეფონზე, აუცილებელია, შეიძინოთ უსადენო გარნიტურა.

ყბის პრობლემები

რაც უფრო ხშირად იყენებთ სმარტფონს, თქვენი ყბის ფორმა უფრო იცვლება, ქვედა ყბა სუსტდება და ასაკის მატებასთან ერთად კანი ელასტიკურობას კარგავს. რაც უფრო ხშირად და ხანგრძლივი დროის განმავლობაში ვუყურებთ სმარტფონს, მით უფრო უარესია ყბისთვის. სმარტფონი მთლიანად ორგანიზმს ვნებს. ასე რომ, ტელეფონი სწორად დაიჭირეთ, და თუ დაირეკება, ან ტექსტური შეტყობინება შემოვა, მაშინ დახედეთ.

მუწუკების პრობლემები

სმარტფონებზე უამრავი რაოდენობის მიკრობია, რომლებიც საუბრისას ჩვენს სახეზე ხშირად გადმოდის.

სმენის პრობლემები

დღესდღეობით პლეიერები შეცვალეს სმარტფონებმა. მაღალ ხმაზე სმარტფონების მოსმენა სმენის პრობლემებს იწვევს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები