კახა კახიშვილი მადლობას იხდის

 

     სასჯელაღსრულების მინისტრის მოადგილე კახა კახიშვილი მხარდამჭერებს ნდობისა და სიყვარულისთვის მადლობას უხდის.
“მსურს, თითოეულ ჩემს მხარდამჭერს დიდი მადლობა გადავუხადო იმ ნდობისა და სიყვარულისთვის, რამაც აქამდე მომიყვანა.
მერწმუნეთ, ეს იყო ჩემს ცხოვრებაში ყველაზე რთული გადაწყვეტილება, ვინაიდან ჩემი აზრით სახელმწიფოსათვის ერთ-ერთი უმნიშნელოვანესი მიმართულების განვითარებაში საჭირო იყო ჩემი წვლილი შემეტანა. აღნიშნული თანამდებობის დაკავება არის უზარმაზარი პასუხისმგებლობა და ამავდროულად, ჩემი აზრით, კიდევ ერთი შანსი, რომ ქვეყანაში ჩემს თანამოაზრეებთან ერთად შევქმნა ის ქვაკუთხედი, რომელიც ადამიანის უფლებათა დაცვისა და უსაფრთხოების მყარი გარანტი იქნება. სასჯელაღსრულების სისტემა ბევრად განსაზღვრავს ქვეყნის სახელს საერთაშორისო ასპარეზზე. გადაწყვეტილების მიღებისას ჩემზე დიდი გავლენა იქონია იმ გარემოებამ, რომ სამინისტროსთვის გარდამტეხ მომენტში, მე ვდგები იმ გუნდის გვერდით, ვისაც სურვილი აქვს სისტემის სრული რეფორმა განახორციელოს – აამაღლოს უსაფრთხოების სტანდარტი და გააკეთოს მაქსიმუმი, ჯანსაღი გარემოს შესაქმნელად, როგორც ციხის შიგნით, ისე გარეთ. ჩავთვალე, რომ დღეს ქვეყანას სწორედ აქ სჭირდება ჩემი სამსახური. მე არ დავიშურებ ძალისხმევას, რომ თქვენი მოლოდინი მაქსიმალურად გავამართლო. ამასთან, ბოდიშს გიხდით იმისთვის, რომ facebook-ზე თქვენთან შეხმიანება ცოტა დამიგვიანდა. საქმე იმაშია, რომ სამი დღის მაძილზე პირად მიმოწერას FB-ზე ვეცნობოდი და ათასობით წერილს ვპასუხობდი. გარწმუნებთ, რომ მე ყოველთვის ვარ და ვიქნები საზოგადოების რიგითი წევრი… და ეს თანამდმდებობაც მხოლოდ საშუალებაა იმისთვის, რომ ჩვენი მოქალაქეების სატკივარი უფრო გავითავისო და აქტუალური პრობლემების გადასაწყვეტად ქმედითი ნაბიჯები გადავდგა”, – წერს კახიშვილი სოციალურ ქსელში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები