“გადაწყვეტილება მივიღეთ და ვთქვით, ვიღებთ არჩევნებში მონაწილეობას, ეს ნიშნავს, რომ მონაწილეობას ვიღებთ ყველგან” – ანა ბუჩუკური

“გადაწყვეტილება მივიღეთ და ვთქვით, ვიღებთ არჩევნებში მონაწილეობას, ეს ნიშნავს, რომ მონაწილეობას ვიღებთ ყველგან”, – ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა, ანა ბუჩუკურმა განაცხადა.

„ჩვენთვის არანაირ ლოგიკაში არ ჯდება, რომ თბილისში მცხოვრები ადამიანები იმსახურებენ არაბოიკოტს და ვთქვათ, ხაშურში ან სადმე იმსახურებენ ბოიკოტს“, – განაცხადა ანა ბუჩუკურმა.

„[თბილისის მერობის] კანდიდატად სალომე ზურაბიშვილის დასახელების საკითხს რაც შეეხება, დაახლოებით 7-8 თვის წინ გვქონდა ჩვენ ეს იდეა, სალომე ზურაბიშვილის წარდგენა თბილისის მერობის კანდიდატად, მაგრამ რა თქმა უნდა, მისი გადასაწყვეტია. ვიდრე „ლელო“ მიიღებდა გადაწყვეტილებას, ჩვენ ისედაც ნეიტრალური, არაპარტიული კანდიდატების ძებნაზე ვიყავით გადასულნი და „ლელოსთან“ ერთად საერთო კანდიდატებზე გვექნება მსჯელობა. რაც შეეხება კონკრეტულად ელისაშვილის ნათქვამს, მხოლოდ ელისაშვილისგან ვიცი ეს და არ ვიცი, „ლელომ“, როგორც პოლიტიკურმა სუბიექტმა მიიღო თუ არა ეს გადაწყვეტილება. ვგულისხმობ რაღაც გარკვეულ ლოკაციებზე მონაწილეობას და დანარჩენზე ბოიკოტს. მგონი, ეს საბოლოო გადაწყვეტილება არ არის, როგორც ვიცი, მხოლოდ ალეკო ელისაშვილის ნათქვამია. ვისი იდეაც არ უნდა იყოს, დაგიდასტურებთ, რომ ჩვენ ბოიკოტს არსად ვაპირებთ. ჩვენს გუნდს კომუნიკაციის პრობლემა არასდროს ჰქონია. ბევრი ცდილობდა, სხვანაირად წარმოეჩინა, მაგრამ ჩვენ და „ლელოს“ კომუნიკაციის პრობლემა არც მანამდე გვქონია, არც ახლა გვაქვს და არც მომავალში ექნება. კომუნიკაცია გვაქვს ბევრ საკითხთან დაკავშირებით“, – განაცხადა ანა ბუჩუკურმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები