“გაუგებარი რაღაც ხდება, ანუ საქართველოს ხელისუფლება ეხვეწება ეუთო/ოდირის წევრ სახელმწიფოებს, რომ თავად ეუთო/ოდირის დასკვნა გაითვალისწინონ”, – ამის შესახებ ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა, ეუთო-ს რეზოლუციასთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა.
„თავად ვიყავი იმ პროცესების მონაწილე პორტუგალიაში, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაზე და ჩემი თვალითაც ვნახე, როგორ ხდება დისკრედიტაცია ეუთოს საქმიანობის. ეუთო-ს გენერალურმა მდივანმაც სწორედ ეს აღნიშნა, რომ გაგრძელება აი, ამ სპეკულაციების არჩევნების შედეგებთან თუ ეუთოს დასკვნასთან დაკავშირებით არის არა უბრალოდ, რომელიმე დოკუმენტის კრიტიკა, არამედ დისკრედიტაცია თავად ეუთოსი და ეუთო-ს სადამკვირვებლო საქმიანობის“, – განაცხადა ლევან მახაშვილმა.