“წალენჯიხის მერიამ ვერაფერი ხელშესახები, ისეთი რომ გამორჩეული ყოფილიყო, სამაგალითო გამხდარიყო მთელს საქართველოში ადგილობრივი ხელისუფლების მართვისა, ვერ გააკეთა” – თენგიზ შარმანაშვილი

“წალენჯიხის მერიამ ვერაფერი ხელშესახები, ისეთი რომ გამორჩეული ყოფილიყო, სამაგალითო გამხდარიყო მთელს საქართველოში ადგილობრივი ხელისუფლების მართვისა, ვერ გააკეთა”, – ამის შესახებ პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თენგიზ შარმანაშვილმა განაცხადა.

ის წალენჯიხის მერიის განცხადებას გამოეხმაურა, რომელშიც ნათქვამია, რომ ბოიკოტს უცხადებენ არჩევნებს და ემიჯნებიან ყველა იმ პოლიტიკურ გაერთიანებასა და კანდიდატს, ვისაც არჩევნებში მონაწილეობა აქვს გადაწყვეტილი.

“წალენჯიხის მერიამ ვერაფერი ხელშესახები, ისეთი რომ გამორჩეული ყოფილიყო, სამაგალითო გამხდარიყო მთელს საქართველოში ადგილობრივი ხელისუფლების მართვისა, ვერ გააკეთა. ერთი ის ცნობილი ხიდი გახსნა, საცალფეხო, რომელზედაც იუმორისტული დამოკიდებულება ჰქონდა ყველას და ერთიც, “ლელომ” ჩაუტანა გასაბერი აუზი. ახლა ათასგვარ ხრიკს მოიგონებენ, რომ გაამართლონ რატომ არ გადიან არჩევნებზე,” – განაცხადა თენგიზ შარმანაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები