წარმატება გზაშია – მთავარია, გჯეროდეს
ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
თიბისის ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულების ვინაობა ცნობილია. საუკეთესო 15 კომპანია, 5 ნომინაციაში გამოვლინდა და მათ ოქროს, ვერცხლის და ბრინჯაოს ჯილდოები გადაეცათ. ღონისძიება „რადიო ქალაქში“ გაიმართა და მას 600-ზე მეტი სტუმარი ესწრებოდა.
ღონისძიებაზე, სპეციალურად პროექტისთვის შერჩეულმა ჟიურიმ, რეკორდული რაოდენობის მონაწილე 443 ბიზნესიდან, საუკეთესოები დაასახელა შემდეგ ნომინაციებში:
1.საუკეთესო პროდუქტი
• კატეგორიის გამარჯვებული Theatre Factory 42 • თეატრი სახელოსნო 42 გახდა, რომელიც ექსპერიმენტული მეთოდებით მაყურებლებს უნიკალურ გამოცდილებას სთავაზობს;
• მეორე ადგილი ქართულმა ტანსაცმლის ბრენდმა – Reckless • რექლეს-მა დაიკავა, რომელიც ახალ თაობას ინდივიდუალიზმის გამოხატვაში ეხმარება;
• მესამე ადგილზე კი კონცეპტუალური რესტორნებისა და ბუტიკ სასტუმროების ქსელი – Communal Hotels გავიდა.
2.საუკეთესო ინოვაციური სტარტაპი
• ნომინაციის გამარჯვებული სტარტაპი Tasteit გახდა, რომელიც საკვების გარშემო შექმნილი სოციალური ქსელია და ადამიანებს რეალურ ცხოვრებაში აკავშირებს;
• მეორე ადგილი დაიკავა სტარტაპმა – „QACanvas“. კომპანია QA ინჟინრებს უზრუნველყოფს ხელოვნური ინტელექტის ასისტენტით, რომელიც ამარტივებს ტესტის სცენარების გენერაციასა და მართვას;
• მესამე ადგილი კი, სტარტაპმა – Awork • ევორქი-მა დაიკავა, რომელიც ახალი თაობაზე ორიენტირებული დასაქმების ციფრულ პლატფორმაა.
3.გამორჩეული სოციალური პასუხისმგებლობა
• ნანა ჯანაშიას სახელობის ნომინაციაში – გამორჩეული სოციალური პასუხისმგებლობა გამარჯვებული გახდა კაფე მზიური • Cafe Mziuri, რომელიც ემსახურება ინკლუზიური და საგანმანათლებლო საზოგადოებრივი სივრცის შექმნას;
• მეორე ადგილი დაიკავა Adamiani • ადამიანი-მა, რომელიც სხვადასხვა მასალის გადამუშავებით ქმნის ყოველდღიურ ნივთებს;
• მესამე ადგილზე სოციალური კონცეფციის მაღაზია – Social Concept Store ESKI გავიდა, რომელიც აერთიანებს სოციალური საწარმოების ხელნაკეთ პროდუქციას.
4.გამორჩეული როლი რეგიონის განვითარებაში
• რეგიონის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის მთავარი ჯილდო გადაეცა ღვინის ტესტირების თანამედროვე ლაბორატორია აგროლაბი – AgroLab-ს;
• ამავე კატეგორიაში მეორე ადგილი დაიკავა სამთო სასტუმრო AltiHut-მა, რომელიც 3014 მეტრ სიმაღლეზე დამსვენებლებს უნიკალურ გამოცდილებას სთავაზობს;
• მესამე ადგილზე კი Agrometa • აგრომეტა გავიდა, რომელიც ფერმერებს მაღალტექნოლოგიური აგრო-დრონების სერვისს სთავაზობს.
5. საუკეთესო ფრილანსერი
• ნომინაციის გამარჯვებული მხატვარი და დიზაინერი მანანა არაბულია, რომელიც უნიკალური წიგნების დიზაინით არის ცნობილი;
• კატეგორიაში მეორე ადგილი გიორგი მესხმა დაიკავა, რომელიც სტარტაპებს საერთაშორისო წარმატების მიღწევაში ეხმარება;
• მესამე ადგილი გიგა მეტრეველმა დაიკავა, რომელიც სტარტაპებს ზრდისა და განვითარებისთვის კონსულტაციებს სთავაზობს.
გენდერული თანასწორობის ხელშეწყობისთვის სპეციალური ჯილდო გადაეცა სასტუმრო Le Méridien Batumi-ს, რომელიც სისტემურად ახორციელებს ინკლუზიურ აქტივობებს ქალთა გაძლიერების კუთხით
მწვანე ინიციატივების ხელშეწყობისთვის სპეციალური ჯილდო კი ვინტაჟური ტანსაცმლის მაღაზია, Vintylator ვინტილატორი-ს გადაეცა, რომელიც გარემოს დაცვითი აქტივობებისა და მდგრადი მოხმარების პოპულარიზაციას ეწევა
ბიზნესდაჯილდოების გამარჯვებულებისთვის სხვადასხვა პრიზია დაწესებული. თითოეულ მათგანს შესაძლებლობა ექნება, საკუთარი ბიზნესსაქმიანობიდან გამომდინარე, თავად შეარჩიოს ჯილდოდან ერთ-ერთი, მათ შორის: ახალი ვებ-გვერდის შექმნა, ბრენდინგი, საკომუნიკაციო მხარდაჭერა და სხვა.
ბიზნესდაჯილდოება 2025-ის მთავარი პარტნიორია – Visa. მხარდამჭერები – აჭარა ჯგუფი, Tegeta Business. მედიამხარდამჭერები: Marketer.ge, BMG, On.ge და Entrepreneur Georgia. R