ოთხმა ნიღბიანმა ფასანაურში ოჯახი დააყაჩაღა
ოთხმა ნიღბიანმა ფასანაურში ოჯახი დააყაჩაღა. გავრცელებული ინფორმაციით, ყაჩაღებმა 3000 ლარი და 500 დოლარი გაიტაცეს. ოჯახს თავს ოთხი ნიღბიანი მამაკაცი დაესხა. როგორც“კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, აღნიშნულზე მიმდინარეობს გამოძიება. საქმე აღძრულია სისხლის სამართლის კოდექსის 179- ე მუხლით, რაც ყაჩაღობას გულისხმობს.