საქართველოში თურქეთის კულტურის დღეები გაიმართა

 

   ოცი ოქტომბრიდან ერთი თვის განმავლობაში თბილისი თურქული კულტურის დღეებს უმასპინძლებს. ღონისძიება თურქეთის რესპუბლიკის საელჩოსა და საქართველოს კულტურის სამინისტროს ორგანიზებით ჩატარდება.
ღონისძიება თბილისის ისტორიის მუზეუმში გათანამედროვებული თურქული კოსტიუმების ჩვენებითა და ხელნაკეთი ნივთების გამოფენით გაიხსნება.
ღონისძიების ფარგლებში არაერთ ღონისძიებათა შორის თურქული ხალხური ფოლკლორის კონცერტი და ჯაზის საღამოა დაგეგმილი. „თურქეთის ელჩის სტატუსით საქართველოში რვა თვეა რაც ჩამოვედი. მას შემდეგ ვრწმუნდები, რომ ორ ქვეყანას შორის მჭიდრო კავშირია ყველა მიმართულებით. თუმცა უფრო გასაღრმავებელი იყო კულტურული კავშირები. ფესტივალი საქართველოში წელს უკვე მეორედ იმართება და გადავწყვიტეთ, რომ ის ყოველწლიური გავხადოთ. ჩვენ ქართული კულტურის დღეებს თურქეტშიც ჩავატარებთ. ახლა კი თბილოისში, ერთი თვის განმავლობაში თბილისში თურქული კულტურული ღონისძიებები გაიმართება“, – განაცხადა თურქეთის ელჩმა საქართველოში ელრი ზექი ლევენთ გუმრუქჩუმ. თურქული კულტურის დღეები საქართველოში მეორედ ტარდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები