ირმა ზავრადაშვილი: ქართველი ხალხი არ დაუშვებს თავისი ქვეყნის მოღალატეების, გამყიდველების ხელისუფლებაში დაბრუნებას

,,ქართველი ხალხი არ დაუშვებს თავისი ქვეყნის მოღალატეების, გამყიდველების ხელისუფლებაში დაბრუნებას”,- ამის შესახებ ,,ქართული ოცნების“ წევრმა, ირმა ზავრადაშვილმა, თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით ოპოზიციის გეგმებზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, ვინმე არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს და ეს ჩვეულებრივი პოლიტიკური ტრიუკია.

„ვიღაცა დარჩება თვითმმართველობის არჩევნებზე გარეთ. ამომრჩევლის ის ნაწილი, რომელიც გრძნობს, რომ უსამართლოდ მოექცა მათი რჩეული პარტიები, რომ არ დაკარგონ [ხმები], ვინმე არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს. ეს არის ჩვეულებრივი პოლიტიკური ტრიუკი. ასეც და ისეც, ქართველი ხალხი არ დაუშვებს თავისი ქვეყნის მოღალატეების, გამყიდველების ხელისუფლებაში დაბრუნებას“, – აღნიშნა ზავრადაშვილმა.

ცნობისთვის, „ქრონიკის“ ინფორმაციით, ბოიკოტის რეჟიმში მყოფი 8 პარტია, თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს, თუმცა ოქტომბერში „ლელო“, არჩევნებზე იქნება წარმოდგენილი, პარტია გარედან 15 მილიონი დოლარის დაფინანსებასაც მიიღებს და ჯამში თვითმმართველობის არჩევნებისთვის 50 მილიონ დოლარს დახარჯავს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები