„ვაჟა აზარაშვილის ნაწარმოების საუკეთესო უცხოელი შემსრულებელი“ – ახალგაზრდა პიანისტთა თბილისის კონკურსზე ამელი არზუმანიანი სპეციალური პრიზით დაჯილდოვდა
დასრულდა ახალგაზრდა პიანისტთა თბილისის IX საერთაშორისო კონკურსი.
„საქართველოს კომპოზიტორთა შემოქმედებითი კავშირის მიერ დაწესებული სპეციალური პრიზი – „ვაჟა აზარაშვილის ნაწარმოების საუკეთესო უცხოელი შემსრულებელი“ გადაეცა ამელი არზუმანიანს (სომხეთი) ვაჟა აზარაშვილის „გედის“ შესრულებისთვის“, – აღნიშნულია საქართველოს კომპოზიტორთა შემოქმედებითი კავშირის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.