ალექსიძის ქუჩაზე დაგეგმილი სამუშაოების გამო, საავტომობილო მოძრაობა დროებით შეიზღუდება

საბურთალოს რაიონში მერაბ ალექსიძის, ბერბუკისა და ტყვარჩელის ქუჩების რეაბილიტაცია იწყება, რის გამოც, აღნიშნულ ტერიტორიაზე, 4 ივლისიდან ოქტომბრის ბოლომდე, საავტომობილო მოძრაობა ეტაპობრივად, ნაწილობრივ შეიზღუდება. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, სამუშაოების პირველ ეტაპზე, ბერბუკის ქუჩის N1 საცხოვრებელი კორპუსიდან (მაღაზია „მადაგონის“ მიმდებარედ) აფაქიძის ქუჩის კვეთამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში ზონალურ-საათობრივი პარკირება (A700, A699) დროებით გაუქმდება და საავტომობილო მოძრაობა სრულად აიკრძალება.

„ზონალურ-საათობრივი პარკირება (A1444, A1443) დროებით გაუქმდება ბერბუკის ქუჩის N7-შიც (სკვერის მოპირდაპირედ), საავტომობილო მოძრაობა კი სავალი ნაწილის მხოლოდ ერთ ზოლში შეიზღუდება.

რეაბილიტაციის პირველ ეტაპზე სამუშაოებს კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ აწარმოებს, რის შემდეგაც საბურთალოს რაიონის გამგეობა სანიაღვრე ქსელს მოაწყობს და საგზაო სამუშაოებს განახორციელებს.

სამუშაოების დანარჩენ ეტაპებთან დაკავშირებით, მოსახლეობას ინფორმაცია პერიოდულად მიეწოდება“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები