“გამოცდებში ასევე მონაწილეობას მიიღებენ ის ადამიანები, ვისაც გრანტის გაუმჯობესება უნდა” – ნინო წერეთელი
“წელს 80 ათასზე მეტ ადამიანს მოემსახურება შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი. 12 ქალაქში 24 საგამოცდო ცენტრია გახსნილი”, – ამის შესახებ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ნინო წერეთელმა ისაუბრა.
როგორც მან განმარტა, წელს 39 ათასი აბიტურიენტია და, ასევე, მაგისტრატურის კანდიდატი.
“გამოცდებში ასევე მონაწილეობას მიიღებენ ის ადამიანები, ვისაც გრანტის გაუმჯობესება უნდა, მასწავლებლები და მასწავლებლობის მსურველები, ვინც გამოცდებზე დარეგისტრირდნენ.
პირველი გამოცდა გახლავთ ქართული ენა და ლიტერატურა, ამ საგნით იწყება ეროვნული გამოცდები. ხვალაც ქართული ენა და ლიტერატურა იქნება ორ სესიად, 8 ივლისიდან კი გამოცდებში ჩაერთვებიან მასწავლებლები და მასწავლებლობის მსურველები და ა.შ. დღეს ყველა საგამოცდო ცენტრში რეგისტრაციამ მშვიდ გარემოში ჩაიარა“, – აღნიშნა წერეთელმა.
დღეიდან ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო.