უჩა ნანუაშვილი: საგანგაშოა, როდესაც ქვეყანაში ზედიზედ ხდება მსგავსი დანაშაული

 

   სახალხო დამცველი, უჩა ნანუაშვილი ილიაუნში მომხდარ ტრაგედიას გამოეხმაურა. როგორც ომბუდსმენმა განმარტა, “ეს არის კიდევ ერთი მოწმობა იმისა, რომ არსებობს სერიოზული პრობლემები, როდესაც საუბარია ოჯახური ძალადობის ფაქტებზე და რეაგირება ხშირ შემთხვევაში არ არის ადექვატური.
“საგანგაშოა, როდესაც ქვეყანაში ზედიზედ ხდება მსგავსი დანაშაული და სამწუხაროდ არანაირი სტრატეგია სახელმწიფოს მხრიდან იმისათვის, რომ ეს პრობლემა აღმოიფხვრას, არ არსებობს. საჭიროა არა ერთჯერადი გამოძიება კონკრეტული ფაქტის, არამედ სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავება”, – აღნიშნა უჩა ნანუაშვილმა. მისივე თქმით, პრობლემის აღმოსაფხვრელად საჭიროა მკვეთრი ნაბიჯების გადადგმა, მათ შორის კანონმდებლობის გამკაცრება და პოლიციელებთან მუშაობა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები