ეკა ბესელია: ასეთ ოჯახურ ტრაგედიებს აქვს მიზეზობრივი კავშირი, ეს არის დასადგენი

 

   საქართველოს პარლამენტის უმრავლესობის წევრი ეკა ბესელია ილიაუნში მომხდარ მკვლელობას გამოეხმაურა.
ეკე ბესელიას თქმით, მნიშვნელოვანია ტრაგედიის მიზეზების დადგენა, რადგან ოჯახური ძალადობის დროს მკვლელობა უმიზეზოდ არასოდეს ხდება. მისივე თქმით, აღნიშნული საქმე დეტალურად უნდა იყოს შესწავლილი.
“ოდესღაც საპატიმროს ყველა ტოვებს, ვისაც უვადო არ აქვს მისჯილი და ეს სტიგმა მოვხსნათ, იმიტომ რომ ადამიანები, რომლებიც ციხიდან თავისუფლდებიან, ბევრი უბრუნდება ოჯახს და საზოგადოებას ისე, რომ არ არღვევს კანონს. თუ ვინმე განმეორებით სჩადის დანაშაულს, ისინი მკაცრად ისჯებიან კანონით, რადგან წერია, რომ წინა ნასამართლეობა არის დამამძიმებელი გარემოება.
ჩვენ დღეს კენჭი ვუყარეთ პაკეტს, ოჯახური ძალადობის მსხვერპლთა დაცვისთვის პრევენციული ღონისძიებების გაძლიერებას და გამკაცრებას. ჩვენ – პარლამენტი ამისთვის კანონებს ვცვლით. ვამკაცრებთ და ვითვალისწინებთ ვითარებას, რომელიც არის შექმნილი. ეს არ არის საკმარისი. ყველა მკვლელობას, განსაკუთრებით ასეთ ოჯახურ ტრაგედიებს აქვს მიზეზობრივი კავშირი. ეს არის დასადგენი. ამიტომ ყველა ასეთ შემთხვევას სჭირდება სიღრმისეული შესწავალა. რა იყო ამ შემთხვევაში ამ ტრაგედიის მიზეზი, რადგან არც ერთი მკვლელობა არ ხდება უმიზეზოდ, განსაკუთრებით მაშინ, როცა ოჯახური ძალადობაა. ძალიან დეტალურად უნდა იყოს შესწავლილი ეს საქმე. შეიძლებოდა თუ არა პრევენცია და რა ფორმით, ვინ იყო პასუხისმგებელი. ძალიან ბევრი გარემოებებია შესასწავლი”, – განცხადა ეკა ბესელიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები