სოფელ კნოლევში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება მიმდინარეობს

ქარელის მერიის ინფორმაციით, სოფელ კნოლევში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება მიმდინარეობს.

მათივე ცნობით, პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია გზის ორ მონაკვეთზე საფარის მოწყობა.

,,ქარელის მუნიციპალიტეტის მერმა, ზაზა გულიაშვილმა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა, სოფელ კნოლევში დაათვალიერეს გზის ასფალტირების მიმდინარე სამუშაოები.
პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია გზის ორ მონაკვეთზე საფარის მოწყობა. პირველ მონაკვეთზე დაიგება 190 გრძივი მეტრი ასფალტბეტონის , ხოლო მეორეზე – 395 გრძივი მეტრი არმირებული ბეტონის საფარი, ასევე მოეწყობა ხელოვნური ნაგებობები, მიერთებები და ეზოში შესასვლელები.
ამ ეტაპზე გზის საფარის მოწყობა უკვე დასრულებულია ორივე მონაკვეთზე .
სამუშაოები მიმდინარეობს რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ქარელის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით.
პროექტს ახორციელებს შპს „ჰედეფ ჯორჯია”,- წერია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები