ლაშა ხუციშვილმა გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა საქართველოში უნგრეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან
ფინანსთა მინისტრმა, საქართველოში უნგრეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, ანა მარია შიკოსთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა.
ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრას დაესწრო ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე.
მინისტრმა უნგრელ დიპლომატს მადლობა გადაუხადა ელჩობის პერიოდში საქართველოსთვის გაწეული მხარდაჭერის გამო, როგორც ქვეყნის ევროინტეგრაციის, ისე სხვადასხვა სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის ხელშეწყობის მიმართულებით და წარმატებები უსურვა მომავალ საქმიანობაში. თავის მხრივ, ელჩმა ფინანსთა მინისტრთან საუბრისას ხაზი გაუსვა უნგრეთსა და საქართველოს შორის მაღალი დონის პოლიტიკურ კავშირებს და იმედი გამოთქვა, რომ პარტნიორობა ორ ქვეყანას შორის კვლავ აქტიურად გაგრძელდება.
შეხვედრაზე მხარეებმა, განსაკუთრებით გაუსვეს ხაზი ეროვნული და რეგიონული ენერგეტიკული უსაფრთხოების მიმართულებით თანამშრომლობის მნიშვნელობას.