ირაკლი ქადაგიშვილი: ნარკოდამოკიდებული ადამიანებისადმი ყურადღების კუთხით სახელმწიფო თავის ძალისხმევას აძლიერებს

„სახელმწიფომ მიიღო ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება, რომ ნარკომანიის წინააღმდეგ ბრძოლა ყოფილიყო უფრო ფართო, კომპლექსური და მკაფიო,“ – ამის შესახებ რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.

„ნარკოდილერობასთან, ნარკოტიკების შემოტანასთან და ვაჭრობასთან დაკავშირებით, კანონმდებლობა კატეგორიულად გამკაცრდა, რაც აუცილებელია. ამავდროულად, გვაქვს საქმე იმ ადამიანებთან, რომლებიც არიან მსხვერპლი ნარკომანიისა, რომელთა მდგომარეობას სჭირდება შესაბამისი ყურადღება სახელმწიფოს მხრიდან. ამ კუთხითაც სახელმწიფო თავის ძალისხმევას აძლიერებს“, – აცხადებს ირაკლი ქადაგიშვილი.

ცნობისთვის, სახელმწიფო ნარკორეალიზატორების წინააღმდეგ ბრძოლას ამკაცრებს. პარლამენტი საკანონმდებლო ცვლილებებს რიგგარეშე სხდომაზე დაჩქარებული წესით განიხილავს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები