ლევან მაჭავარიანი ხოშტარიაზე: ეს რაღაც სპექტაკლს ჰგავს
პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე, ლევან მაჭავარიანი, ელენე ხოშტარიას შიმშილობის შეწყვეტას ეხმიანება.
„კარგია, როდესაც ადამიანი წყვეტს თვითდაზიანებას, ნამდვილად მივესალმებით ამ ყველაფერს, თუმცა ესეც ცოტა გაუგებარი იყო, ვინაიდან მან შიმშილობა დაიწყო იმ მიზეზით, რომ აბსოლუტურად ყველა ოპოზიციურ პარტიას უნდა განეცხადებინა, რომ არჩევნებში არ იღებენ მონაწილეობას, ბოიკოტს აცხადებენ, თუმცა კვლავაც, ლელოს და გახარიას პარტიის პოზიციები უცვლელია ამასთან დაკავშირებით. შესაბამისად, ვერც დასაწყისი ვერ გავიგეთ ამ სცენარის, ვერც დასასრული. ეს რაღაც სპექტაკლს ჰგავს“, – განაცხადა მაჭავარიანმა.