წითლიძე – ბუჩუკურს: სუპერძალოვანი მინისტრობიდან თუ თვალისჩამპაჭუნებელი მაჩოდან – თავქუდმოგლეჯილად მოძუძგულ, შეშინებულ ადამიანად გექცათ ეგ თქვენი „ლიდერი“

სანამ ნაცების გამბედაობაზე ილაპარაკებთ გახაროიდები, სამ წელიწადში, მთავარი ლიდერი რომ გაგექცათ მაგაზე ვიდარდებდი, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, ანა წითლიძე სოციალურ ქსელში წერს, რითაც „გახარია საქართველოსთვის“ წევრის, ანა ბუჩუკურის განცხადებას ეხმაურება.

„მეტი სხვას რა უნდა ვეღირსო ჩემო ანა, როდესაც სუპერძალოვანი მინისტრობიდან თუ თვალისჩამპაჭუნებელი მაჩოდან – თავქუდმოგლეჯილად მოძუძგულ, შეშინებულ ადამიანად გექცათ ეგ თქვენი „ლიდერი“.

სანამ „ნაცების“ გამბედაობაზე ილაპარაკებთ გახაროიდები, სამ წელიწადში, მთავარი ლიდერი რომ გაგექცათ მაგაზე ვიდარდებდი.

მაინც არ მეგონა რომ წავიდოდა და ამ განცხადებებით ადასტურებენ რომ გაიქცა“, – წერს ანა წითლიძე.

ცნობისთვის, ანა ბუჩუკურმა განაცხადა, რომ „ნაცების“ და „ოცნების“ მპოსტავები ერთნაირად აჟიტირებულები ელოდებიან გახარიას ციხეში ხილვას, მე მათ ვეტყვი: ვერ ეღირსებით“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები