ყოფილი ქმრის მიერ მძიმედ დაჭრილი ქალი გარდაიცვალა
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ყოფილი ქმრის მიერ მძიმედ დაჭრილი ლექტორი და „ბრიტანეთის საბჭოს“ თანამშრომელი მაკა წივწივაძე რამდენიმე წუთის წინ გარდაიცვალა. წივწივაძე ყოფილმა ქმარმა ლაშა მაღრაძემ ლექციიდან გამოიყვანა და ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე ესროლა. მოკლული რესპუბლიკურ საავადმყოფოში გაიდაიყვანეს, სადაც ოპერაციის დროს გარდაიცვალა.
შეგახსენებთ, რომ ილიაუნიში შემთხვევა დღეს მოხდა. უნივერსიტეტის ლექტორი მაკა წივწივაძე ყოფილმა მეუღლემ ლაშა მაღრაძემ სასიკვდილოდ დაჭრა, შემდეგ კი თავი მოიკლა.