პუტინი: რუსეთი მზადაა, უკრაინასთან მოლაპარაკებების შემდეგი რაუნდი სტამბოლში გამართოს

მოსკოვი მზადაა, კიევთან მოლაპარაკებების შემდეგი რაუნდი სტამბოლში გამართოს. ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც რუსეთის ლიდერმა აღნიშნა, აუცილებელია თარიღსა და ადგილზე შეთანხმება.

პუტინმა იმედი გამოთქვა, რომ თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი კვლავაც მხარს დაუჭერს დარეგულირების პროცესს.

„ჩვენ ამისთვის ძალიან მადლიერები ვართ“, – აღნიშნა კრემლის ლიდერმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები