უკრაინაში დემონსტრანტების ამნისტიის შესახებ კანონი ძალაში შევიდა
უკრაინაში ევრომაიდნის მონაწილეების ამნისტიის შესახებ კანონი ძალაში შევიდა,- ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
ამნისტიის კანონის ამოქმედების შედეგად დაიხურება ევრომაიდნის აქტივისტების წინააღმდეგ აღძრული 108 საქმე, 268 აქტივისტი კი პასუხისგებისგან გათავისუფლდება. კანონი, 2013 წლის 27 დეკემბრიდან 2014 წლის 2 თებერვლის ჩათვლით, საპროტესტო მასობრივი აქციების ყველა მონაწილეზე გავრცელდება.
შეგახსენებთ, რომ აქტივისტებმა კიევის საქალაქო ადმინისტრაციის დაკავებული შენობა გუშინ გაათავისუფლეს. დემონსტრანტებმა დაკავებული ადმინისტრაციული შენობები დატოვეს კიევის ხუთ ოლქშიც და ბარიკადებისგან გაათავისუფლეს გრუშევსკის ქუჩაც.