„დაღესტანი – კახეთის ახალი გზატკეცილი საქართველოს ტერორიზმის საფრთხეს უქმნის“

„ ეკონომიკური თვალსაზრისით შესაძლოამ მომგებიანი იყოს, თუმცა ამას მეორე მხარეც აქვს, დაღესტანი – კახეთის ახალი გზატკეცილი საქართველოს ტერორიზმის საფრთხეს უქმნის“,- აღნიშნული განცხადება ექსპერტმა ხათუნა ლაგაზიძემ საინფორმაციო – ანალიტიკურ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში გააკეთა.
„ დაღესტანი – კახეთის ახალი გზატკეცილი არის მედალი, რომელსაც ორი მხარე აქვს, თუ ეკონომიკური კუთხით ვიტყვით, გარკვეულწილად, გადაზიდვების თვალსაზრისთ, ის შეიძლება მომგებიანი იყოს, მაგრამ, მეორე მხრივ, რუსეთი პირდაპირ აცხადებს, რომ ეს არის გზა, რომელსაც ის სამხედრო მიზნებს უკავშირებს. ეს არის ძალიან რეალური საფრთხე საქართველოსთვის ტერორიზმის კუთხით. ეს გზა უნდა გაიჭრას სწორედ იმ რეგიონში, რომელიც, ჩვენდა სამწუხაროდ, ტერორიზმის ერთგვარ ინკუბატორად იქცა“,- აღნიშნა ხათუნა ლაგაზიძემ.
ლაგაზიძემ რუსეთისა და საქართველოს ურთიერთობებზეც ისაუბრა. მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლების მხრიდან მკვეთრად უარყოფითი შეფასება აფხაზეთ – რუსეთის ხელშეკრულებისა შესაძლოა, რუსული ბაზრის ჩაკეტვის მიზეზი გახდეს, თუმცა, მისივე თქმით, საქართველოს ხელისუფლებას სხვა პოზიციის დაფიქსირების არჩევანი არ ჰქონდა.
„ იმ პირობებში, როდესაც რუსეთი კარასინის ენით პირდაპირ იმუქრება 2008 წლის მოვლენებით, მე არ ვიცი, რამდენად შეიძლება თავად რუსეთმა ისურვოს საქართველოსთვის რუსული ბაზრის ღიად დატოვება. თუ საქართველოს რეგიონების მაცხოვრებლებისთვის რუსული ბაზარი იყო ერთგვარი აღმავლობის საფუძველი, რუსეთისთვის რუსული ბაზარი არის ძალიან მძლავრი იარაღი იმ სახელმწიფოების წინააღმდეგ, რომლებიც სოციალურად და ეკონომიკურად მასზე გაცილებით სუსტები არიან. ამ მუქარის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი შეიძლება იყოს რუსული ბაზრის ჩაკეტვაც, რასაც რუსეთმა შეიძლება სოციალური აფეთქებების მთელი სერია მოაყოლოს საქართველოს იმ რეგიონებში, რომლებმაც განსაკუთრებით იგრძნეს რუსული ბაზრის გახსნის სიკეთეები. მათი აღშფოთება საქართველოს მთავრობის პოზიციამ გამოიწვია, რომელიც მათ აფხაზეთ – რუსეთის ხელშეკრულებასთან მიმართებაში დააფიქსირეს. საქართველოს ხელისუფლებას სხვა არჩევანი არ ჰქონდა. მას უნდა ჰქონოდა მკვეთრი რეაქცია ამ ხელშეკრულებაზე. ეს არის აფხაზეთის რუსეთთან ფაქტობრივი შეერთების დოკუმენტი“,- აღნიშნა ხათუნა ლაგაზიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები