„რუსეთთან ურთიერთობების მოგვარება ნინო ბურჯანაძეს შეუძლია“ -გიორგი ახვლედიანი

 

„საზოგადოება უნდა მიხვდეს, ჩვენს ჩრდილო მეზობელთან, აგრესორთან და მტერთან პრობლემები მოლაპარაკების გზით უნდა მოგვარდეს და ეს ბერკეტი დღეს მხოლოდ ნინო ბურჯანაძეს გააჩნია“ – აღნიშნული განცხადება პარტია „დემოკრატიული მოძრაობა-ერთიანი საქართველოს“ წევრმა გიორგი ახვლედიანმა საინფორმაციო ანალიტიკურ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში გააკეთა. ახვლედიანი მიიჩნევს, რომ რუსეთთან ურთიერთობის მშვიდობიანი გზით მოგვარების უნარი, დღევანდელი ხელისუფლებისგან განსხვავებით, ნინო ბურჯანაძემ არაერთხელ გამოავლინა. „საზოგადოება უნდა მიხვდეს, რომ მტერთან პრობლემა მოლაპარაკების მაგიდაზე უნდა გადაწყდეს. ეს ბერკეტი კი დღეს მხოლოდ ნინო ბურჯანაძეს აქვს, რომელმაც ეს ოპოზიციაში ყოფნის დროს დაამტკიცა. ოპოზიციაში ყოფნით ბურჯანაძე, ბუნებრივია, სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საკითხებს ვერ გადაწყვეტდა. მან არაერთხელ დაამტკიცა, რომ ა ამ პრობლემებზე მუშაობის დაწყება შეუძლია. მთავარია, ბერკეტი ჰქონდეს“ – განაცხადა ახვლედიანმა „კვირას“ პრეკსლუბში. მან საქართველოს პრეზიდენტიც გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ ჯერ ის ვერ გაურკვევია, რომ საერთაშორისო ასპარეზზე რა როლი აქვს: „ქვეყანამ პრეზიდენტი ხათრით აირჩია. მალევე გამოიკვეთა, რომ მარგველაშვილმა არ იცის და ვერც გაუკვევია, რომ კონსტიტუციით, საერთაშორისო ასპარეზზე ის მთავარი მომლაპარაკებელია“.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები