„რუსეთის თემაზე დაპირისპირება გართულდება“ – გიორგი ახვლედიანი

არასაპარლამენტო ოპოზიციის გაერთიანების ერთ-ერთი ხელმძღვანელი გიორგი ახვლედიანი აბაშიძე – კარასინის ფორმატის შეწყვეტას მხარს არ უჭერს და მიაჩნია, რომ ხელისუფლებამ რუსეთთან პირდაპირი კონტაქტების მასშტაბი და დონე უნდა აწიოს. როგორც ახვლედიანმა საინფორმაციო-ანალიტიკურ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში აღნიშნა, კარასინი-აბაშიძის ფორმატს არავითარი პოლიტიკურ დატვირთვა გააჩნია.
„ეს ფორმატი მხოლოდ ეკონომიკურ, სავაჭრო, კულტურულ საკითხებს მოიცავს, რაც მეორეხარისხოვანია, მაგრამ მაინც მნიშვნელობის მატარებელი. ამიტომ, მოლაპარაკების არც ერთი პატარა ძაფის შეწყვეტას მხარს არ დავუჭერ. ამ საკიტხს ტვინგადაღუნულად არ ვუყურებ, როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები, რომლებიც თვლიან, რომ კახელმა გლეხებმა არ უნდა გაიტანონ ღვინო რუსეთის ბაზარზე და ასე შემდეგ, რაც სრული აბსურდია. ხელისუფლებაში გამოკვეთილია ორი ფლანგი. ერთი მიიჩნევს, რომ რუსეთთან ყველანაირი ურთიერთობა უნდა გაწყვიტოს საქართველომ და მეორე – რომელიც თვლის, რომ უნდა გაგრძელდეს. ამ ორ ფლანგს შორის დაპირისპირება სახეზეა. ვფიქრობ, დაპირისპირება ძალიან სერიოზულ სახეს მიიღებს და არ გამოვრიცხავ, კოალიციას სერიოზული პრობლემები შეექმნას“,- აღნიშნა ახვლედიანმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები