23 ოქტომბრიდან ქართულ კინოთეატრებში “ნაღმი” ამოქმედდება

ქართული კინოინდუსტრია “დიდი აფეთქების” მოლოდინშია. 23 ოქტომბრიდან საქართველოს კინოთეატრებში ახალი ქართულ-ამერიკული მხატვრული ფილმი “ნაღმი” იხილავს დღის სინათლეს.
„ნაღმი“ რეჟისორ ლევან ბახიასა და „სარკე სტუდიის“ ამბიციური კინოპროექტია. თუმცა, რამდენად წარმატებული გახდება ფილმი ქართულ და მსოფლიო ბაზარზე, ჯერ უცნობია.
“სარკე სტუდიის” პირველი კინოფილმი „ფარენჰეიტი 247“ მსოფლიო ბაზარზე წარმატებულად გაიყიდა, თუმცა, ქართულ ბაზარზე ეს ფილმი სათანადოდ პოპულარული მაინც ვერ გახდა.
ფილმში მთავარ როლებს ქართველი და უცხოელი მსახიობები – სტერლინგ ნაითი, კოტე თოლორდავა, სპენსერ ლოქი, ელენე ბეზარაშვილი, დეინ გაიგერი, გიორგი ცაავა და ნანა კიკნაძე ასრულებენ. ნამუშევრის შექმნა 700 000 დოლარი დაჯდა.

1902948_916741221689126_9208402873765365553_n

10428701_916740955022486_5087032476902444312_n

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები