“საზოგადოება ხედავს, რომ ზოგიერთი ევროპარლამენტარი და ევრობიუროკრატი ნამდვილად არ არის არც ევროპა, არც ევროპული ღირებულება და სტანდარტი, რისკენაც ჩვენ მივისწრაფვით” – მახაშვილი
“ახალი კრიტერიუმები, რაც იქნება მომავალში, ნაკლებად გაზომვადია კონკრეტული სტატისტიკით. არის საკმაოდ ბუნდოვანი, მაგალითად ევროკავშირის ინტერესებს შეესაბამება თუ არა ამა თუ იმ ქვეყანაში უვიზო რეჟიმის ქონა”, – ამის შესახებ „იმედის კვირას“ პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა ევროკავშირზე საუბრისას განუცხადა.
„იმდენად ბუნდოვანია ეს საკითხები, ეს ახალი კრიტერიუმები, რომ ლოგიკურად ჩნდება განცდა, ხომ არ არის ზოგიერთი წევრი სახელმწიფოს ინტერესი, რომ ეს გამოყენებული იქნეს პოლიტიკურ იარაღად
თუკი ვინმე ევროკავშირის რეპუტაციას აზიანებს, სწორედ ეს ევროპარლამენტარები არიან და სწორედ ამგვარი ქმედებებია, როდესაც თურმე დამნაშავისთვის ხელის დაფარება არის ევროპული ღირებულებები და სტანდარტი. ჩვენი საზოგადოება ხედავს, ძალიან კარგად აანალიზებს და აცნობიერებს, რომ ზოგიერთი ევროპარლამენტარი და ზოგიერთი ევრო ბიუროკრატი ნამდვილად არ არის არც ევროპა, არც ევროპული ღირებულება და სტანდარტი, რისკენაც ჩვენ მივისწრაფვით“, – აღნიშნა ლევან მახაშვილმა.