გვარამია ახალაიას მოსამართლეზე: მან ჩვენც გაგვამართლა და ყველაფერს გაუძლო…
“წინააღმდეგობის მოძრაობისა” და “საქართველოს პატრიოტთა ალიანსის” ორგანიზებით საქალაქო სასამართლოს წინ მიმდინარე აქციას ტელეკომპანია “რუსთავი 2“-ის დირექტორი ნიკა გვარამია ეხმაურება. ნიკა გვარამია აღნიშნულ ორგანიზაციებს ხელისუფლების მიერ მართულად მოიხსენიებს და აცხადებს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს წინ შეკრებილები მოსამართლეზე ზემოქმედების მოხდენას ცდილობენ. “ხელისუფლების მიერ სრულად მართული და დაფინანსებული „ენჯეოები“ და პოლიტიკური პარტიები თბილისის საქალაქო სასამართლოს წინ შეკრებილან და ცდილობენ, ზემოქმედება მოახდინონ (რაც, როგორც ჩანს, ხელისუფლებამ ვერ მოახერხა) ნამდვილად დამოუკიდებელ მოსამართლე ბესიკ ბუგიანიშვილზე. იმედია, ვერც მოახერხებენ. ამ მოსამართლემ ჩვენც გაგვამართლა და ყველაფერს გაუძლო, რაც მის წინააღმდეგ ხელისუფლებამ მოიმოქმედა“, – წერს ნიკა გვარამია.
შეგახსენებთ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ეზოსთან, “წინააღმდეგობის მოძრაობისა” და “საქართველოს პატრიოტთა ალიანსის” ორგანიზებით, აქცია იმართება, მიმდებარე ტერიტორიაზე კი სამართალდამცველები არიან მობილიზებულნი. სასამართლოში ე.წ. ნავთლუღის სპეცოპერაციის საქმის განხილვა მიმდინარეობს. საქმეში ერთ-ერთი ბრალდებული თავდაცვისა და შს ყოფილი მონისტი ბაჩო ახალაიაა.