„რუსეთ-აფხაზეთის ხელშეკრულების პროექტი აფხაზეთის ანექსიას ნიშნავს“ – გიორგი ახვლედიანი

„ფედერაციის სუბიექტად გადაქცევის დოკუმენტი“ – ასე აფასებს არასაპარლამენტო ოპოზიციის გაერთიანების ერთ-ერთი ხელმძღვანელი გიორგი ახვლედიანი რუსეთ-აფხაზეთს შორის მოკავშირეობისა და ინტეგრაციის შესახებ გასაფორმებელი ხელშეკრულების პროექტს. მისი თქმით, აღნიშნული დოკუმენტის გაფორმება აფხაზეთის პირდაპირ ანექსიას ნიშნავს. ამ საკითხთან დაკავშირებით გიორგი ახვლედიანმა საინფორმაციო -ანალიტიკურ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში ისაუბრა. „ეს დოკუმენტი აფხაზეთს რუსეთის ფედერაციის ერთგვარ სუბიექტად გადააქცევს. ხელშეკრულების გაფორმება ნიშნავს, რომ რუსეთმა უნდა გააკონტროლოს აფხაზეთის საზღვრები; ყველა ტვირთი, რომელიც აფხაზეთში შედის და გამოდის, რუსეთის ხელში იქნება; პრაქტიკულად, მთავარი ფინანსური ბერკეტები მთლიანად რუსეთის ხელში გადავა. ეს კი ოკუპირებული ქართული ტერიტორიის ანექსიას ნიშნავს. სერიოზული საფრთხეების წინაშე ვდგავართ. ამ ქმედებით რუსეთი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ მას აქვს უნარი, აღმოსავლეთის მიმართულებით ალერნატიული ნატო ჩამოაყალიბოს’ – აღნიშნა გიორგი ახვლედიანმა „კვირას“ პრეკსლუბში. ახვლედინი სქართველოში ნატორ ბაზების მშენებლობასთან დაკავშირებით ირაკლი ალასანის განცხადებებსაც გამოეხმაურა: „არსებული ურთულესი ვითარების ფონზე, ჩვენი თავდაცვის მინისტრი აცხადებს, რომ საქართველოში ნატოს ბაზები იქმნება, რუსეთიდან კი ღიად გვეუბნებიან, რომ ეს ჩვენთვის უზარმაზარი საფრთხეა და არ გაგაკეთებინებთო. ამ ყველაფერმა შესაძლოა, მორიგი სერიოზული პრობლემები შექმნას. ერთი მხრივ, რუსეთს ვუმტკიცებთ, რომ ჩვენ საფრთხეს არ წარმოვადგენთ, მეორე მხრივ კი ნატოს ბაზების მშენებლობისთვის ვემზადებით. რუსეთი ჩვენში საფრთხეს ხედავს და სანამ ეს ასეა, პრობლემების მოგვარება ზალიან გაჭირდება.“ ახვლედიანი მიიჩნევს, რომ რუსეთთან ფართომასშტაბიანი და პირდაპირი მოლაპარაკება უნდა დაიწყოს, თუმცა არა კარასინი – აბაშიძის ფორმატით. მისი თქმით, მოლაპარაკებებში მაღალი დონის პირები უნდა ჩაერთონ. „ხელისუფლების მხრიდან ამ დონის ადამიანის დასახელება შეუძლებელია, თუმცა, ოპოზიციიდან კი ამ მოლაპარაკებებში ჩართვა ნინო ბურჯანაძეს შეუძლია“ – აღნიშნა ახვლედიანმა.
შეგახსენებთ, რომ რუსეთი და აფხაზეთი მოკავშირეობისა და ინტეგრაციის შესახებ ხელშეკრულების გასაფორმებლად ემზადება. დოკუმენტის პროექტის მიხედვით, რუსეთსა და აფხაზეთს უსაფრთხოებისა და თავდაცვის საერთო სივრცე უნდა ჰქონდეთ; კოორდინირებული საგარეო პოლიტიკა აწაროონ; ეკონომიკურ-სოციალური და კულტურული თანამშრომლობა გააძლიერონ და ჰუმანიტარული სივრცის ფორმირებაზე შეთანხმდნენ. ამავე დოკუმენტის თანახმად, ისინი კავკასიის რეგიონში სტაბილურობისა და უსაფრთხოების გაძლიერების კუთხით ითანამშრომლებენ. რუსეთის ფედერაცია ვალდებულებას იღებს, აფხაზეთის ე.წ. რესპუბლიკას საერთაშორისო ასპარეზზეც დაეხმაროს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები