„სიძულვილის ენა არ უნდა იყოს გამოყენებული არც პოლიტიკოსებს შორის და არც საზოგადოებაში,“ – ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, გიორგი კახიანმა განუცხადა.
„ჩვენ ვნახეთ, რომ დღეს უკვე შესაბამისი რეზოლუციაც მიიღო ევროპარლამენტმა ამის თაობაზე, მაგრამ პრობლემა ისაა, რომ ერთის მხრივ ისინი საუბრობენ, რომ თურმე მათ ქვეყნებში სიძულვილის ენა მიუღებელია, მაგრამ მეორეს მხრივ, ჩვენ ვხედავთ ხშირ შემთხვევაში, როდესაც მათი მხრიდან ფინანსდებიან აქ ისეთი არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც სწორედ რომ სიძულვილის ენის გავრცელებას ახდენენ“, – აღნიშნა გიორგი კახიანმა.
ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლო პოლიტიკური თანამდებობის პირების შეურაცხყოფის ფაქტებზე მსჯელობს. სასამართლომ ოთხი ათასი ლარით დააჯარიმა ვახო სანაია. შინაგან საქმეთა სამინისტროს, საჩივრით ფრაქცია „ქართულმა ოცნებამ“ მიმართა.